From: Lika Klimiashvili
Sent: Tuesday, May 30, 2017 1:00 PM
To: 't_samkharadze@mes.gov.ge'; 'tsonishvili@economy.ge'; 'o.konjaria@mrdi.gov.ge'; 'ikvatchantiradze@justice.gov.ge'; 'eterimat@mail.ru'; 'medicinisprofkavshiri@gmail.com'; 'rliparteliani@yahoo.com'; 'surmavatamuna@yahoo.com'; 'nika76k@yahoo.com'; 'Giorgi.chanturidze@gmail.com'; 'mishakordzakhia@yahoo.com'; 'nnanuashvili@bag.ge'; 'mchelidze@gsmea.ge'; 'Natia@dio.ge'; 'levan.gpf@gmail.com'; 'employer@employer.ge'; 'tdvali@gov.ge'; 'tsisnami@economy.ge'; 'Salome Ugrekhelidze'; nberianidze@economy.ge; 'amarjanidze@justice.gov.ge'
Cc: 'jabaurotadze@yahoo.com'; 'nvarnazishvili@parliament.ge'; 'ltsiklauri@ombudsman.ge'; 'gurandatbilisi@yahoo.com'; 'dadunashvili@ilo.org'; Elza Jgerenaia; Irma Gelashvili; 'ghvinianidzelina@gmail.com'
Subject: RE:
კანონი შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

 

მოგესალმებით,

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ILO) ყოველწლიურად აგზავნის ანგარიშს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. 2014 წელს გაიგზავნაასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ“ N87 კონვენციისა დაკოლექტიური მოლაპარაკების ორგანიზებისა და გამართვაზე უფლებათა პრინციპების გამოყენების შესახებ“ N98 კონვენციის ანგარიშებიზემოაღნიშნული კონვენციების ანგარიშების განხილვის შემდეგ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მომზადდა დასკვნები და პირდაპირი მითითებები (იხ. ბმულები), რომლებიც ითვალისწინებს:

1. კონსულტაციების გამართვას სოციალურ პარტნიორებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება პროფკავშირების შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობის შემცირებას 100-დან 50 წევრამდე და ამ ცვლილების პრაქტიკულ გამოყენებას, ასევე ღონისძიებების გატარებას, თუ დადგინდება, რომ ახალი მინიმალური ოდენობა კვლავ ხელს უშლის პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნას მცირე და საშუალო საწარმოებში.

2. ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს შრომის კოდექსი“ 51- მუხლის მე-2 ნაწილში (დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება) დაადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №01-43/ ბრძანებაში, რადგან ეს ნუსხა მოიცავს მომსახურების ისეთ სახეებსაც, რომელთა შეჩერების შემთხვევაში არ წარმოიშობა საფრთხე პირის სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოებისთვის ან მოსახლეობის ან მისი ნაწილის ჯანმრთელობისთვის.

3. საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს შრომის კოდექსი“ 50- მუხლის (თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით) გადახედვას, რადგან პროფკავშირების მოსაზრებით ასეთი ფორმულირება ძალიან მკაცრია და ნებისმიერმა გაფიცვამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სხვა კომპანიებზე, რომლებსაც საქმიანი კავშირები გააჩნიათ იმ კომპანიასთან, სადაც გაფიცვას აქვს ადგილი.

4. სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების გამართვას საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს შრომის კოდექსი“ 481 მუხლის მე-5 ნაწილის (დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ) გადახედვის მიზნით, რათა ამ მუხლის შინაარსი დაეხმაროს  კოლექტიური შრომითი დავების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები ზემოთ დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის უახლოეს სხდომაზე, შემდგომში მათი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განხილვის მიზნით.

იხ. ბმულები:

(http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:13100:0::NO:13100:P13100_COMMENT_ID:3191794:NO;

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:13100:0::NO:13100:P13100_COMMENT_ID:3191791:NO;

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:13100:0::NO:13100:P13100_COMMENT_ID:3191578:NO;

http://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:13100:0::NO:13100:P13100_COMMENT_ID:3191575:NO)

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სავარუდოდ ჩატარდება ივნისის პირველ ნახევარში

 

პატივისცემით,

ლიკა კლიმიაშვილი

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი 


(32) 2 51 00 11 (15 45)
+995 5 95 97 77 44